თეგებით ძიება
18. 01. 2017 News-ები

ჯოლისა და პიტის შვილის ბიოლოგიურ დედას სურს ბავშვის დაბრუნება

სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც შეწყვიტეს ჟურნალისტებმა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის გაყრის პროცესის შესახებ საუბარი, თუმცა ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ მათი შვილობილი ზაჰარას ბიოლოგიურ დედას სურს გოგონას დაბრუნება.

\'\'მე უბრალოდ მინდა, რომ მან იცოდეს, რომ მე ცოცხალი ვარ. მინდა მქონდეს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.\'\'

-განაცხადა მენტევაბ დავიტ ლებისომ ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ის ინტერვიუში, აქვე დაუმატა, რომ არ აპირებს ჯოლისთან და პიტთან ბრძოლას ბავშვის მეურვეობის მიღებასთან დაკავშირებით, მას უბრალოდ სურს ზაჰარასთან ურთიერთობა:

\'\'მე არ ვაპირებ ქალიშვილის უკან წამოყვანას, უბრალოდ მინდა მასთან დროდადრო საუბარი. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი დედა იყო ანჯელინა და არა მე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ის არ მენატრება. მე მასზე ვფიქრობ ყოველ დღე, ვოცნებობ მისი ხმის გაგონებაზე და მისი სახის დანახვაზე.

მე გული მტკივა, რომ მასთან ერთად არ ავღნიშნავ მის დაბადების დღეს და სხვა დღესასწაულებს, არ შემიძლია მილოცვაც კი. მინდა, რომ მან იცოდეს, რომ ჰყავს დედა, რომელსაც უყვარს ის ისევე ძლიერ, როგორც ანჯელინას.\'\'

შეგახსენებთ, რომ 6 თვის ზაჰარას შვილად აყვანისას, ანჯელინა ჯოლი დარწმუნებული იყო, რომ მთელი მისი ოჯახი დაიღუპა შიდსისგან. თუმცა ორი წლის გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ ზაჰარას ბიოლოგიური დედა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. მოგვიანებით ქალმა მსახიობი და ეთიოპიის ოფიციალური პირები დაადანაშაულა თაღლითობაში, მაგრამ სკანდალი სწრაფად მოგვარდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ზაჰარამ გამოთქვა სურვილი, გაეცნო ბიოლოგიური დედა.

ჯოლისა და პიტის შვილის ბიოლოგიურ დედას სურს ბავშვის დაბრუნება

ჯოლისა და პიტის შვილის ბიოლოგიურ დედას სურს ბავშვის დაბრუნება

ჯოლისა და პიტის შვილის ბიოლოგიურ დედას სურს ბავშვის დაბრუნება


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა