თეგებით ძიება
19. 01. 2017 News-ები

8 მითი ადამიანის ტვინის შესახებ

1. რაც უფრო დიდია ტვინის ზომა მით უფრო ჭკვიანია ადამიანი
არ არის თავი ქალის მოცულობა და ტვინის წონა დამოკიდებული ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე. ეს დასტურდება მრავალი კვლევით.

2. ჩვენ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ
ნეირობიოლოგმა ბარი გორდონმა იპოვა რამდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ 10%-ის თეორია მცდარია. პოზიტრონულ-ემისიურმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ არ არსებობს ტვინში ისეთი ნაწილი, რომელიც გამოუყენებელია.

3. ნარკოტიკებისგან ტვინში ჩნდება ხვრელები
ნარკოტიკების ზუსტი ზემოქმედება ტვინზე ძალიან საკამათო თემაა. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანა იწვევს მეხსიერების მცირე დანაკარგს. მეორე მხრივ New Scientist-ის გამოკვლევებმა 2008 წელს აჩვენა, რომ ნარკოტიკების ხანგრძლივი მოხმარება იწვევს მუდმივ ცვლილებებს ჩვენს ტვინში.

4. ტვინის უჯრედები არ აღდგება
ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედს აქვს სიცოცხლის განსაზღვრული პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ ისინი კვდებიან. ტვინის უჯრედებიც გამონაკლისი არ არის. ეს პროცესი შეიძლება დააჩქაროს მავნე ნივთიერებების მოხმარებამ (ნიკოტინი, ალკოჰოლი და ა.შ) სტრესს და დაავადებებსაც უარყოფითი ფაქტორი აქვს მათზე. მაგრამ ადამიანის ტვინი ფლობს შესანიშნავ უნარს, რეგენერაციას: მისი უჯრედები მაშინაც კი განიცდის რეგენერაციას, როდესაც უჯრედების დიდი ნაწილი დაზიანებულია.

5. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარებული მარცხენა ნახევარსფერო უფრო რაციონალურნი არიან, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს შემთხვევაში უფრო შემოქმედები
მეცნიერებმა უტაჰის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს ათასზე მეტი ადამიანი და ვერ დაადასტურეს, რომ ისინი უფრო მეტად მარცხენა ან მარჯვენა ნახევარსფეროებს იყენებდნენ.

6. ტვინის ზედაპირი ნაცრისფერია
არ არის ცნობილი საიდან გაჩნდა ეს მტკიცება, მაგრამ ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ასეა. სინამდვილეში ტვინის ზედაპირი წითელი ფერისაა.

7. ალკოჰოლი კლავს ტვინის უჯრედებს
როდესაც ეთანოლი ხვდება სისხლში, ღვიძლი მის გარკვეულ რაოდენობას უმკლავდება. როდესაც ალკოჰოლი აღწევს ტვინამდე უჯრედები არ კვდება ის ზემოქმედებს ნათხემზე, რის გამოც ადამიანები წონასწორობას ვერ ინარჩუნებენ.

8. ასაკთან ერთად ტვინის ფუნქციები სუსტდება
მეხსიერება და ლოგიკური აზროვნება ასაკთან ერთად მართლაც უარესდება, თუმცა ტვინის სხვა ფუნქცებზე ამის თქმა არ შეიძლება. მაგალითად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ემოციების მართვა 40-50 წლის ასაკში უკეთესად გამოგვდის, ვიდრე 20 ან 30 წლისას.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა