თეგებით ძიება
19. 01. 2017 News-ები

ALL STAR-ის საბოლოო შედეგები: ფაჩულია სასტარტოში ვერ მოხვდა - ჯერი მწვრთნელზეა!

20 იანვარს NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ოლ სტარში" მოსახვედრად საკმარისი არ იყო. ფანების წილი 50 პროცენტი იყო, მეორე 50 პროცენტი კი
მედიის, კალათბურთელებისა და მწვრთნელების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმის რაოდენობით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და სამწუხაროდ, ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა