თეგებით ძიება
19. 01. 2017 News-ები

U17. საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მესამე მატჩი ჩაატარა, უკრაინელ თანატოლებთან 1:2 დამარცხდა.

ჩვენებურთაგან თავი თავდამსხმელმა ზურა დავითაშვილმა გამოიჩინა.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა და ახლა ტურნირზე მე-10 - მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ ორ მატჩში დამარცხდნენ: ისრაელთან 0:4 და ლიტვასთან 1:4.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა