თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1359740660757537
20. 01. 2017 News-ები

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს ყრილობას მართავს

ნაციონალური მოძრაობა დღეს ყრილობას მართავს. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარია მიწვეული. სპორტის სასახლეში ყრილობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. შეკრებილებს პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ, დელეგატები აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებსა და მის თავმჯდომარეს.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, ეს პოსტი ისევ ვაკანტური დარჩება. იგეგმება სხვადასხვა თანამდებობის, სამდივნოების გაუქმება, რაც შესაძლოა შეეხოს გენერალური მდივნის პოსტსაც, რომელიც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილს უკავია.

გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა, რომელიც აქამდე 76 ადამიანით განისაზღვრებოდა. რიგით მეშვიდე ყრილობაზე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ახალ სახეებსაც გააცნობენ და წარადგენენ საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობასაც, რომელსაც უკვე ცნობილია, რომ რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა