თეგებით ძიება
20. 01. 2017 News-ები

რუსთავში აფთიაქი იმპექსი გაქურდეს

რუსთავში აფთიაქი იმპექსი გაქურდეს. აფთიაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის ლელა ლეჟავას თქმით, მეგობრობის გამზირზე მდებარე აფთიაქში 5-მდე ქალი შევიდა და აფთიაქიდან კოსმეტიკური საშუალებები - პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს.

წინასწარი ინფორმაციით, 1000 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა ჰიგიენური საშუალება წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ქურდობაში მხოლოდ ერთი პირი ფიგურირებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი კამერებმა დააფიქსირეს და მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია. უწყების ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, აფთიაქში ქურდობა 12 იანვარს მოხდა, თუმცა საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აფთიაქის ხელმძღვანელებმა უწყებაში განცხადება შეიტანეს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა