თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1360024174062519
20. 01. 2017 News-ები

„თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ, თქვენ უფრო დიდი ტაშს იმსახურებთ ერთგულებისთვის - სანდრა რულოვსი

„თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ, თქვენ უფრო დიდი ტაშს იმსახურებთ ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის,“- ასე მიმართა სანდრა რულოვსმა ნაციონალური მოძრობის ყრილობაზე შეკრებილებს.

„თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ, ამხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ, მისი თითოეული აშენებული შენობა, ხიდი ქალაქში ყველაფრის ეშინიათ, რაც არ უნდა სცადონ, შეასუსტონ მიშა, რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდ მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, მისი გული ცემს საქართველოსთვის, რაც არ უნდა ქონება წაართვან, სახლი წაართვან, დარწმუნებული ვარ, ყველგან თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის პატარა, მყუდრო ადგილი იქნება, ყველი და პური და სითბო. სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, ქმნის წამყვან ძალას,"- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა