თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1360035197394750
20. 01. 2017 News-ები

“ვარ ამაყი, რომ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" - ნიკა მელია

სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

“ვარ ამაყი, რომ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მეგობრებო ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგები და ვაჭრობა, ჩვენთვის პოლიტიკა არ არის ივანიშვილის უზნეობის თეატრში მონაწილეობა. ჩვენთვის პოლიტიკა არის და ყოველთვის იქნება საშუალება ვემსახუროთ უმთავრეს იდეას, ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას, მის ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას და მისი განვითარების დაცვას. ამ იდეის გამო არის გაერთიანებული 100 ათასობით ქართველი. მე ვარ თქვენთან ერთად, რომ დავამარცხოთ ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა. მე ვარ აქ იმიტომ, რომ ივანიშვილის პერსონალური მთავრობა ზუსტად ისე გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი ამ ხეებს დაათრევს აქეთ იქით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა