თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1374299849301618
02. 02. 2017 News-ები

საქართველო სამაგალითოა - ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულუსი

ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულუსმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხდა იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს.

„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზალიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს,“ - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულუსმა.

მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომლისთვისაც 2012 წლის ივნისიდან ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„საქართველო ახორციელებს ყველა რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეს ძალისხმევა დაფასდა. ევროკომისიამ შეაფასა ქართული მხარის მიერ გატარებული სამუშაო და გამოვიდა შეთავაზებით, რათა 2016 წლის მარტში გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ,“ - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულუსმა.

მისი აზრით, საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირთან უფრო დააახლოვა. ავრომოპულუსის განცხადებით, უვიზო რეჟიმი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა ევროკავშირის დირექტივები განხორციელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა