„რუსთავი2-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ" - ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის წილის 60% მიაკუთვნა აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიაში უახლოეს მომავალში შევა, თუმცა ეს არ მოხდება ძალდატანებით. სამომავლო გეგმებზე ხალვაშმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რუსთავი 2 არ იქნება პარტიული ტელევიზია, ის იქნება კრიტიკული და მთელი საქართველოს ტელევიზია.