"რუსთავი 2"-ის შენობასთან პროტესტი მიმდინარეობს
ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. რუსთავი 2-თან ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის რთული ვითარება, მაგრამ ქართული საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება.