თეგებით ძიება
15. 03. 2017 News-ები

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა

ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა.

ბრძანება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთ ოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა