თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1415328231865446
16. 03. 2017 News-ები

2017 წლის საბავშვო ევროვიზიას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს

2017 წლის საბავშვო ევროვიზიას 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. საქართველოში კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

ჯგუფი ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და კონკურსის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა.

საბავშვო ევროფესტივალზე გასულ წელს მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა