თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1416295971768672
17. 03. 2017 News-ები

აფხაზეთში საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე რამდენიმე დღეა დაუგეგმავი წვრთნები მიმდინარეობს

აფხაზეთში საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე რამდენიმე დღეა დაუგეგმავი წვრთნები მიმდინარეობს, უკვე ერთი კვირაა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა არმიამ ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც შეიტანა და გუდაუთის ნომერ მეშვიდე სამხედრო ბაზაზე ჩამოტვირთა.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში შეფასებები გაკეთდა. მთავრობის წევრების თქმით, ეს არის საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა.

ვიცე პრემიერისა და განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რუსეთის ქმედება მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს ის კვლავ არ ასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა