თეგებით ძიება
17. 03. 2017 News-ები

მილტონ ჰეიგი: ზოგს ჰგონია, რომ ქართველი მორაგბეები დათვებთან კრივში ვარჯიშობენ

ფრანგულმა L\'EQUIPE-მა დიდი სტატია მიუძღვნა ქართულ რაგბის, სათაურით: "საქართველო - პატარა გოლიათი დაკეტილ კართან". პოპულარული გამოცემის ჟურნალისტი დომინიკ ისარტელი სტატიის დასაწერად ესპანეთში, მედინა დელ კამპოში საგანგებოდ ჩავიდა და ქართველთა მზადებასა და ესპანელებთან მატჩსაც დაესწრო.

"საქართველო ოცნებობს, რომ ერთ დღესაც შეაღებს ექვსი
ერის კარს, მაგრამ რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციები კავკასიელებისთვის ბევრს არ აკეთებენ", - წერს ფრანგი ჟურნალისტი.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს სტატიიდან:

"ქართველი მორაგბეების ჯანიანობაზე ლეგენდები დადის. მადრიდში, "პასე დელ არტეს" სასტუმროს ლობიში ასაკოვანი წყვილი ლიფტს ელის, მაგრამ როცა კარი იხსნება და იქიდან ქართველი მორაგბეები ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი ნემსაძე და ჯაბა ბრეგვაძე იღიმიან, წყვილი უნებურად უკან იხევს, "არა, იყოს, სხვას დაველოდებით".

"ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ბავშვებს ვჭამთ", - გვეუბნება 32 წლის ვეტერანი ნემსაძე, რომლის ანგარიშზეც 67 კეპია.

"არიან ისეთებიც, რომელთაც მთელი სერიოზულობით ჰგონიათ, რომ ქართველები დათვებთან ვარჯიშობენ კრივში", - იცინის მილტონ ჰეიგი, 52 წლის ზელანდიელი, რომელიც 2012 წლიდან "ბორჯღალოსნებს" წვრთნის და თბილისში ცხოვრობს"...
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა