თეგებით ძიება
17. 03. 2017 News-ები

დიდი ალბათობით, "სამტრედია" უკრაინელ ნახევარმცველს დაიმატებს

დიდი ალბათობით, საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" უახლოეს პერიოდში უკრაინელ ნახევარმცველ ანდრეი იაკოვლევს დაიმატებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი უკვე "სამტრედიაშია" და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

იაკოვლევს თავის დროზე დონეცკის "შახტარის" 17-წლამდელთა გუნდში, "სტალში", "რიგაში", "ნასაფ ქარში", "პოლტავაში", "ტატრან პრესოვში", "სლუცკში", "სოკოლსა", "ზარიაში" უთამაშია. უკრაინელი ნახევარმცველის ბოლო კლუბი "ტარაზი" იყო, მანამდე კი ბორისოვის ბატე-შიც გამოდიოდა, რომლის მაისურითაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა