თეგებით ძიება
18. 03. 2017 News-ები

ფედერიკა მოგერინი გაერო-ს ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ

ფედერიკა მოგერინი გაერო-ს ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ.

განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ორგანიზაციის სახელით, ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

დოკუმენტში წერია, რომ ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიიდან სამი წლის შემდეგაც ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულია და, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი არაღიარებისა და რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს და ანალოგიური ზომების მიღების განხილვისკენ გაერო-ს წევრ ქვეყნებსაც მოუწოდებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა