თეგებით ძიება
20. 03. 2017 News-ები

როგორ დავაღწიოთ თავი ჭიანჭველებს სახლში?

ჭიანჭველები ჩვენს სახლში ერთი მიზეზით ჩნდებიან მათ უბრალოდ საცხოვრებელი სჭირდებათ. გასარეცხი ჭურჭელი, საჭმელი მაგიდაზე, ნაგავი-ეს არის საკვები ამ მწერებისთვის. ამიტომაც, სანამ მათთან ბრძოლას დაიწყებთ ყველაფერი დაალაგეთ.
ვეძებთ ბუდეს. იმისთვის, რათა სრულიად დავაღწიოთ თავი ჭიანჭველებს, აუცილებელია ვიპოვოთ მათი ბუდე. ამის გაკეთება არც ისე რთულია. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ მათ მარშუტს.

1. საფუარი+თაფლი. ამ ნარევის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საფუარი და თაფლი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები, გაუსვით ეს იმ ადგილებში, სადაც ხშრად ჩნდებიან ჭიანჭველები. ამ მწერებს უყვართ ტკბილი, ამიტომაც თაფლი მათ ყურადღებას მიიპყრობს.
2. ნიორი. ჭიანჭველებს ეშინიათ მძაფრი სუნის. თქვენ შეგიძლიათ დააწყოთ რამდენიმე კბილი ნიორი. ასეთი მეთოდი დაგეხმარებათ თქვენ, მაშინ თუ თქვენს სახლში არ არის მწერების ბუდე.
3. გვირილა. ჭიანჭველებს არ უყვართ ამ მცენარის სურნელი. თქვენ შეგიძლიათ დაყაროთ გამხმარი ყვავილის ფოთლები იმ ადგილებში, სადაც პარაზიტები არიან.
4. ტკბილი წყალი. როგორც უკვე ვიცით, ჭიანჭველებს ძალიან უყვართ ტკბილი. ჩაასხით ჭიქაში წყალი და დაუმატეთ შაქარი ან თაფლი. დადეთ ჭიქები იმ ადგილებში, სადაც ჭიანჭველები არიან. როდესაც ჭიქაზე აცოცდებიან, შემდეგ წყლიდან ვეღარ ამოვლენ.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა