თეგებით ძიება
21. 03. 2017 News-ები

მბზინვარე კანი: სასარგებლო პროდუქტი

1. ანტიოქსიდანტები. ისინი შედიან იმ პროდუქტების შემადგენლობაში, სადაც არის ვიტამინების А, Е და С მაღალი შემცველობა. ვიტამინ А-ს შეიცავს პროდუქტები: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, კომბოსტო, ნესვი, მანგო და გოგრა. ვიტამინ Е-ს შეიცავს ნიგოზი, ზეთისხილი, მზესუმზირა, მცენარეული ზეთები და ისპანახი. ვიტამინ С-ს –ყველა ციტრუსი შეიცავს, მაგრამ ავღნიშნავთ, რომ მარწყვი უფრო მეტ ვიტამინ С-ს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი ან გრეიფურტი.
2. წყალი. დღეში უნდა დალიოთ ორგანიზმისთვის საკმარისი სუფთა წყალი. აქ ჩვენ არ ვთვლით ჩაის, ყავას, წვენს და სხვა სასმელებს. ჩვეულებრივ წყალს ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები და ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. საბოლოო ჯამში ეს გავლენას ახდენს კანზე: ის ხდება ნათელი და ბრწყინვალე.
3. ცხიმოვანი მჟავები. ყველა ცხიმი არ არის მავნე. არსებობს ბევრი სასარგებლო ცხიმიანი პროდუქტი, რომელთა შორისაც არის თევზი და კაკალი. მათში შედის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავები. როგორიცაა ომეგა-3, ომეგა-6 და სხვები. ისინი ხელს უწყობენ ბუნებრივი ბარიერის გამომუშავებას კანზე და უნარჩუნებს მას ტენიანობას და სილამაზეს. თუ რაციონიდან გამორიცხავთ შემდეგ პროდუქტებს კანი გახდება მშრალი და მიდრეკილი გახდება გამონაყრისკენ.
4. სანელებლები. ისინი აუმჯობესებენ არა მარტო კერძის გემოს, არამედ დადებით ეფექტს ახდენს კანზე. მაგალითად, დარიჩინი, წიწაკა შეიცავს ანტიოქსიდანტების დონეს.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა