თეგებით ძიება
25. 03. 2017 News-ები

ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც არ შეიძლება გამოიყენოთ სახის კანისთვის

1. ლიმონი. ლიმონის მოქმედება სახის კანზე ყველასთვის ცნობილია: ათეთრებს კანს და ასუფთავებს ფორებს. მაგრამ ლიმონის წვენის გამოყენება იწვევს საპირისპირო შედეგს: ანადგურებს სახის დაცვის ფუნქციას და იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.

2. სოდა. ყველა სიალამაზის-რეცეპტი შავი წერტილების წინააღმდეგ ცხვირზე, დაკავშირებულია სოდისგან დამზადებული ნიღბის გაკეთებასთან. სინამდვილეში ეს შესაძლებელია ცუდად დასრულდეს. რადგან სახის ეპიდერმული ბარიერი იქნება მთლიანად განადგურებული. ასეთი პროცედურები იწვევს სახი კანის ტენიანობის დაკარგვას და აჩქარებს დაბერების პროცესს.

3. კბილის პასტა. რა თქმა უნდა, თქვენ ბევრჯერ მოგისმენიათ, რომ კბილის პასტას შეუძლია ერთ ღამეში ნამდვილი სასწაული მოახდინოს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რადგან ის შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აგრესიულად მოქმედებენ სახის კანზე. თუ აკნე შემცირდება მის ადგილას შესაძლოა იარები და ნაწიბურები დაგრჩეთ.

4. შაქარი. თუ გამოიყენებთ შაქარს კანისთვის, მაშინ თქვნს კანზე გამოიწვევს ანთებასა და სიწითლეს. შაქრის გამოყენება შეგიძლიათ ტუჩებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ტკბილი კრისტალების მიმართ.

5. მაიონეზი. ინტერნეტში ხშირად გვხვდება სიახლეები იმის შესახებ, რომ მშრალი კანის სამკურნალოდ დაგვეხმარება ჩვეულებრივი მაიონეზი, რადგან მას შეუძლია კანის დატენიანება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მაიონეზი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელ უშლიან კანისთვის ჟანგბადის მიწოდებას. მისი გამოყენება იწვევს უსიამოვნო შედეგებს როგორიცაა შავი წრტილები და აკნე.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა