თეგებით ძიება
28. 03. 2017 News-ები

ნიკა კვეკვესკირი: ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი აუცილებელია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"სერბეთთან მორიგი იმედგაცრუება ვნახეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ გვაქვს. ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი, გულშემატკივრის გახარება აუცილებელია!

ლატვიასთან მატჩში თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა და მათვის თითოეული სანაკრებო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და ამ თამაშს, უპირველეს რიგში გულშემატკივრის გამო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვინდა, მოვიგოთ და გულშემატკივარი კვლავ ჩვენსკენ შემოვატრიალოთ.

თეორიულ მეცადინეობაზე განვიხილეთ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე. ლატვია დისციპლინირებული, დაცვაში კარგად მოთამაშე და კონტრშეტევებზე სახიფათო გუნდია. ვიცით მათი როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეების შესახებ და ვეცდებით ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

კიდევ ვიმეორებ, რომ მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ", - თქვა კვეკვესკირმა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა