თეგებით ძიება
28. 03. 2017 News-ები

სუფთა წყლის 5 თვისება, რომელიც უნდა იცოდეთ!

1. კალორიების კონტროლი. კვლევებმა აჩვენა, რომ წონის კლებასა და სუფთა წყალს შორის კავშირია. წყალი გვიქმნის დანაყრების გრძნობას, ასე რომ ჩვენ ნაკლებ საჭმელს მივირთმევთ და შესაბამისად ნაკლებ კალორიას ვიღებთ.

2. ბრწყინვალე თმები. იმისთვის, რათა თმა შესანიშნავად გამოიყურებოდეს და ჰქონდეს ეფექტი, შამპუნით დაბანვის შემდეგ ის უნდა ჩამოიბანოთ ცივი წყლით.

3. ტვინი. კვლევებმა, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, დაადასტურა, რომ წყალი აუმჯობესებს გონებრივ საქმიანობას. ექსპერიმენტის აზრი მარტივია: სტუდენტებმა, რომლებიც გამოცდაზე მივიდნენ წყლით, უფრო მაღალი შეფასება მიიღეს ვიდრე დანარჩენებმა.

4. მონელება. რა თქმა უნდა, წყალი ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს არასაჭირო ნივთიერებების მოშორებას.

5. შრომისმოყვარეობა. თუ თქვენ გჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება, დალიეთ წყალი. ეს დაგეხმარებათ ყურადღების მოკრებაში და მზად იქნებით სამუშაოს შესასრულებლად.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა