თეგებით ძიება
13. 04. 2017 News-ები

მურატ ბოზას შეყვარებული ბოლო სცენის გადაღებაში მონაწილეობს

თურქეთის ეკრანებზე გამოვიდა სერიალ \'\'სტამბულის პატარძლის\'\' პირველი სერია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ასლი ენვერი და ოზჯან დენიზი. სერიალმა გამოსვლიდანვე მიიქცია ყურადღება საკმაოდ თამამი სცენებით. პროექტის უკვე მეორე სერიაში ასლი ევნერი მგზნებარედ კოცნიდა ოზჯან დენიზს.

ასლი ევნერი დიდი ხნია უკვე რაც ხვდება ცნობილ მომღერალ და მსახიობ მურატ ბოზას.

პრესის ბევრმა წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ მურატ ბოზა ეჭვიანობის სცენებს მოაწყობდა. თუმცა პოპულარულმა მომღერალმა იმედები გაუცრუა ჟურნალისტებს.

\'\'ჩემს ფილმებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება კოცნის სცენები-თქვა მურატ ბოზამ. ეს საერთოდ არ არის ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. მსახიობებისთვის ეს უბრალოდ სამუშაოა, არანაირი გრძნობა არ შეიძლება იყოს ამის უკან. ასლისთვისაც ეს მხოლოდ სამუშაოს ნაწილია.\'\'

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა