თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

17 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის სკოლის ასაკში დაწყებული სიყვარული ყველაზე მყარი

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ყველაზე მყარი ურთიერთობები იმათ აქვთ, ვინც ერთმანეთს სკოლაში ან უნივერსიტეტში შეხვდა. ამას თავისი მიზეზი აქვს:

1. ურთიერთობა დაიწყეთ ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ ფაზაში

შესაძლოა, იმ პერიოდში თქვენ ბრეკეტებს ატარებდით, არ იცოდით მაკიაჟის გაკეთება და თუ მაშინ მოგეწონათ ერთმანეთი, ეს უკვე სამუდამოდ გაგრძელდება.

2. იცით, თუ რა შესაძლებლობები გაქვთ თითოეულ თქვენგანს

თქვენ ერთმანეთს სკოლის მერხიდან ხედავდით და აკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა პარტნიორის ცხოვრება სწავლის შემდგომ. შეიძლება ითქვას, მასზე იცით ყველაფერი! ამიტომაც შეგიძლიათ დატკბეთ ერთმანეთის წარმატებით,
რომელსაც წლების განმავლობაში მიაღწიეთ.

3. იმდენად კარგად გესმით ერთმანეთის, რომ ხანდახან სიტყვებიც ზედმეტია

თქვენ იცით მისი ქცევის შესახებ ყველაფერი. ისწავლეთ უსიტყვოდ მისი გაგება. ხშირად ერთნაირადაც აზროვნებთ.

4. უამრავი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ თავიდან შეგიყვარდეთ იგი

ყველა ურთიერთობაში ხდება აღმაფრენა და ვარდნა. როცა დაბლა ეშვებით, იცით, რომ მყარი საყრდენი გელოდებათ.

5. ბრძოლაშიც იგივე ხდება

ჩხუბი და არგუმენტები გარდაუვალია, მაგრამ როდესაც ასე მდიდარი საერთო ისტორია გაგაჩნიათ, იცით, როდის უნდა შეწყვიტოთ.

6. იცით ყველაფერი ერთმანეთის ახირებებზე

არ გჭირდებათ ჰკითხოთ: "როგორ ხარ?", რათა მიხვდეთ, რას გრძნობს იმ წუთას თქვენი პარტნიორი, რადგან უკვე შეისწავლეთ მისი ხასიათი ქცევის, სუნთქვისა და ჟესტების მიხედვით.

7. უამრავი საერთო მოგონება გაქვთ

შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ბავშვობის მოგონებები. ამასთან, პარტნიორი კარგად გაგიგებთ და თქვენთან ერთად გაეცინება მათზე, რადგან ამ ყველაფრის თვითმხილველი იყო.

8. ცხოვრების საუკეთესო მომენტები ერთად გაქვთ გატარებული

გახსოვთ, როგორ განიცდიდით სკოლის ბანკეტის წინ? ნეტავ, როგორ კაბას ჩაიცვამს? იქნებით თუ არა ლამაზი წყვილი?
ეს მოგონებები ხაზს უსვამს იმას, რომ ცხოვრება აღსავსეა სასიამოვნო მომენტებით და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

9. სხვაზე უკეთ გესმით, რომ ურთიერთობები წლებთან ერთად უკეთესი ხდება

თქვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ მოზარდის ასაკში შეხვდით. ნათელია, რომ მაშინ ისეთები არ იყავით, როგორებიც ახლა ხართ. სიყვარულმა სკოლის მერხიდან გასწავლათ ურთიერთობებში ადაპტირება. თქვენ სხვებზე უკეთ გესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების განმავლობაში შეიცვალო, შეცვალო საკუთარი თავი და არა პარტნიორი.

10. ბონი და კლაიდივით ხართ

და არაფერია თქვენს კავშირზე ძლიერი.

11. ერთად გაიარეთ სირთულეები და მიხვდით, რომ თქვენი ერთად ყოფნა - ბედისწერაა

რომელიღაც მომენტში ნებისმიერი წყვილისთვის დგება პერიოდი, როდესაც უნდა გაარკვიონ, უნდათ თუ არა ერთად ცხოვრების გაგრძელება. თქვენ ეს ეტაპი უკვე განვლილი გაქვთ, აღარ ორჭოფობთ. ამიტომაც, როდესაც სირთულეები გხვდებათ, იცით, რომ ერთად უნდა გადალახოთ და არა ჭურჭელი ამსხვრიოთ.

12. ურთიერთობების "უმაღლეს ლიგაში" იმყოფებით

როდესაც არა მხოლოდ ცოლ-ქმარი, არამედ მონათესავე სულები, საუკეთესო მეგობრები, ერთგული პარტნიორები და თანამოაზრეები ხართ.

13. თქვენი ოჯახები ერთ დიდ ოჯახად იქცა

თქვენი ოჯახის არცერთ წევრს არ უწევს დიდი თავაზიანობისა და ოფიციალურობის დაცვა. ყველა ერთმანეთს იცნობს და ძველ მეგობრებად თვლიან თავს.

14. უახლოესი მეგობრები ოჯახის წევრებივით გახდნენ

ახლო მეგობრები გეხმარებოდნენ პარტნიორისთვის საჩუქრის შერჩევაში. ოჯახურ წვეულებებს მათთან ერთად აღნიშნავთ.

15. მრავალი წლის მერე ისწავლეთ ურთიერთობებისა და სხვა ცხოვრების დაბალანსება

იცით, რომ შეუძლებელია მხოლოდ ერთ ადამიანზე კონცენტრირება, თუნდაც ეს მეუღლე იყოს. მშვენივრად ახერხებთ დააბალანსოთ მასთან ურთიერთობა, სამსახური და მეგობრები.

16. ერთნაირი სიმღერები მოგწონთ

იმიტომ, რომ მუსიკალური გემოვნება ბავშვობაში ყალიბდება.

17. გგონიათ, რომ ის მუდამ არსებობდა თქვენს ცხოვრებაში

იმიტომ, რომ უკვე ამდენი წელი გავიდა... თითქოს, მის გამოჩენამდე არანაირი სიცოცხლე არ არსებობდა...

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა