თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ავღანეთში იაპონური ჰუმანიტარული ორგანიზაციის თავმჯდომარე მოკლეს

ავღანეთში, იაპონური ჰუმანიტარული ორგანიზაციის Peace Japan Medical Services (PMS) ავტომობილზე თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. უცნობმა მებრძოლებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა შორის 73 წლის ექიმი ტეტსუ ნაკამურაა, რომელმაც ოქტომბერში ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ავღანეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. ​

სროლის შედეგად ნაკამურა მკერდში დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად ნაკამურას 3 მცველი, მძღოლი და კოლეგა დაიღუპნენ. ყველა მათგანი ავღანელი იყო.

გაერომ, ავღანეთის და იაპონიის მთავრობებმა მომხდარი დაგმეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა