თეგებით ძიება
14. 05. 2020 News-ები

"ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ განცდა, რომ დახმარება არ მივა ხალხთან... საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება არ უნდა დაკარგოს"- სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „საქართველო ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას მიიღებს, სანაცვლოდ კი დაპირებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები უნდა განხორციელდეს“.


"დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დახმარების მიღება, როგორც გახსოვთ ოპოზიციამაც მიმართა დონორ ორგანიზაციებს დახმარების გამოყოფისთვის, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, როდესაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას მისი დემოკრატიული მომავალი. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ განცდა, რომ ეს დახმარება არ მივა ხალხთან. დახმარება კი გამოეყოფა ქართველ ხალხს და არა რომელიმე ხელისუფლებას.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოკავშირეებს დაარწმუნებს, რომ დახმარების გამოყოფა ფულის ფუჭად ფლანგვა არ იქნება და ქართველ ხალხთან მივა, - ამბობს სამადაშვილი.

ევროპარლამტარმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ისაუბრა ეროკავშირისგან საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზე. მისი თქმით, ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეკონომიკუს გასაჯანსაღებლად აღმოუჩენს ფინანსურ დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა აღნიშნული დახმარების მისაღებად საქართველომ უნდა განახორციელოს დაპირებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და აგრეთვე უნდა მოახდინოს კანონის უზენაესობის დაცვა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა