„რა იმედი მქონდა, კიდევ ათი დღე რომ გაგრძელებულიყო ჭავჭავაძე-კეკელიძის პარალიზება...“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება წავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციებს:
„როგორი იმედი მქონდა, კიდევ ათი დღე რომ გაგრძელებულიყო ჭავჭავაძე-კეკელიძის პარალიზება, ქოცებს თუ ვერ გავყრიდით ერთი სიკეთე მაინც ექნებოდა ამ აქციებს – ისეთი სიწყნარე იყო ვაკეში, აქ მალე დაბრუნდებოდნენ ჩიტები, ციყვები, კურდღლები, მგლები და წყნეთში გადახვეწილი ძირძველი ვაკელები.”