თეგებით ძიება

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში პრეზიდენტის სარჩელს? - რას აცხადებს მოსამართლე

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში პრეზიდენტის სარჩელს? - მოსამართლეთა პლენუმს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სამდღიანი ვადა ხვალ იწურება, თუმცა როდის დარეგისტრირდება სარჩელი, უცნობია.

რა ვადებში და რა პროცედურების დაცვით აპირებს მოსამართლეთა კოლეგია აღნიშნული სარჩელის განხილვას - ამის შესახებ მედიამ დღეს მოსამართლე ევა გოცირიძეს ჰკითხა.

მართალია სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა ამ ვადას ავიწროვებს პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი, 25 ნოემბერი, ამიტომ ჩნდება კითხვა, მოასწრებს თუ არა საკონსტიტუციო ერთ კვირაში სარჩელის განხილვას. ყველაფერს მოვასწრებთ - ამბობს ევა გოცირიძე.

ისე გაკეთდება ყველაფერი, როგორც საჭიროა. ყველაფერს მოვასწრებთ. დღეს ვხდებით ერთმანეთს და ყველაფერი გაირკვევა", - ამბობს ევა გოცირიძე. 

სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი -  სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული ხმის უფლების წართმევაზე დაობს და ახლა მოსამართლეთა პლენუმმა უნდა თქვას, დაირღვა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა 26 ოქტომბერს.

პრეზიდენტის საჩივარი სასამართლოში გუშინ შევიდა. თუ პრეზიდენტის სარჩელს საკნსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს, მაშინ საბოლო ვერდიქტამდე პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა