თეგებით ძიება

ავარია თურქეთში - ერთმანეთს ორი ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ

თურქეთში, ქოჯაელში, კორუტეპეს გვირაბში მომხდარი ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სტამბულის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და დაზიანებული ავტომობილების გზიდან გადაყვანას ცდილობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა