"ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენეთ"- პრემიერის გამოსვლა პარლამენტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობამ შეზღუდვები მიზნობრივად გამოიყენა.
„ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, დაწესებული ეს შეზღუდვები რაიმე სახით არამიზნობრივად გამოიყენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.
გახარია ამტკიცებს, რომ ყველა მკაცრი შეზღუდვა პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და პროცესის კონტროლზე ასაყვანად დაწესდა.
„ეს იყო აუცილებელი ნაბიჯები, რომელბმაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში აეყვანა კონტროლ ქვეშ. ეს იყო ძირითადი ამოცანა. არავინ არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. მინდა თითოეულ თქვენგანს შევახსენო რამხელა დებატები იყო აქ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის კანონში, რომლის ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა. რამოდენიმე შეზღუდვა, რომლის მოხსნაც შესაძლებელი იყო, დღეს ჩვენ გავაკეთეთ.
ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა“, - განაცხადა გახარიამ.
წყარო:newposts.ge