თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"პრემიერის ტყუილები" პარლამენტის ტრიბუნიდან - გოგორიშვილის მიმართვა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს რამდენჯერმე იცრუა.
დეპუტატის თქმით ტყუილია რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე სწრაფი ტესტის ჩატარების გარეშე.
“როდესაც თქვენ თქვენთვის საყვარელ სწრაფი ტესტების თემაზე საუბრობდით, ბრძანეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე ტესტის გაკეთების გარეშე. არადა მახსოვს, რომ ბათუმში ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი იხვეწებოდა ტესტი ჩამიტარეთ ისე არ გამიშვათო, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნაცნობობით მან მოახერხა ტესტის ჩატარება და კორონავირუსი დაუდგინდა.
მოვიძიე ინფორმაცია ბატონო გიორგი და თქვენ, რომ ამბობთ არც ერთი ადამიანი არ გასულა საკარანტინე სივრციდან ტესტის გარეშეო, შეგახსენებთ, რომ პირველი საკარანტინე ზონა 2 მარტს არის შექმნილი საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 6 მაისს დააანონსა ახალი აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ 11 მაისიდან არც ერთი ადამიანი არ დატოვებს საკარანტინო ზონას ისე, რომ სწრაფი ტესტი არ ჩაუტარდეს. ეს ისე ცნობისთვის, რომ იცოდეთ, აი ამ ტრიბუნაზე რომ დგახართ, როგორ არასწორ ინფორმაციას აწოდებთ პარლამენტს და საზოგადოებას“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენი საყვარელი სწრაფი ტესტების თემას, თუ შეიძლება რომ მითხრათ, მე მესმის, რომ როცა ტესტების ჩამოსვლას ელოდებით, მაშინ საჭირო იყო, როცა აღმოჩნდა პრობლემა, მერე აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულება ერთი კონკრეტული საკითხისადმი - რა მოხდა ამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით? საერთოდ გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ? ვინმეზე რამე პასუხისმგებლობის ფორმა იქნა თუ არა გამოყენებული? ეს ხელშეკრულებები რომ ჯერ ზარზეიმით მოგვაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა და გვახარა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრის და ბჭობის შემდეგ რომ შეირჩა პარტნიორი და მერე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვარგობა ეს ტესტები, საერთოდ რამე რეაგირება იყო ამაზე? გასაგებია, რომ შეიძლება საჯაროდ ასე არ თქვით, მაგრამ ის კონკრეტული კომპანია, ის კონკრეტული თანამშრომელი, პასუხისმგებელი პირი... რამენაირად ვართ დაზღვეულები, რომ სხვა დროსაც, სხვა შემთხვევაშიც ანალოგიურ "გაუგებრობასთან" არ გვექნება კავშირი?” - მიმართა გოგორიშვილმა გახარიას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა