თეგებით ძიება
09. 06. 2020 News-ები

წელს პენსიები გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ წელს საქართველოში პენსიები გაიზრდება.

მისივე თქმით, პენსიები გაიზრდება და მეტიც, მთავრობამ პენსიების ინდექსაციის კანონი შემოიტანა.

"ჩვენ შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით: 70 წლამდე პენსიონრებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებისთვის გაიზარდოს ინფლაციით, პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა მინიმალური თანხები უნდა იყოს 20 ლარი ერთ შემთხვევაში 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის, 65 ლარი მეორე კატეგორიისთვის", - განაცხადა მან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა