თეგებით ძიება
12. 06. 2020 News-ები

5 პაციენტი, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია - მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ეპიდაფეთქება

სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.

საქართველოში ამ ეტაპზე ჯამში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 - საკარანტინო სივრციდან, 2 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარებაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა