თეგებით ძიება
12. 06. 2020 News-ები

სკანდალი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში: ვინ არის ხუთი პირი, რომელთა დაკითხვასაც შვილმოკლული მამა ითხოვს - რა შეუთვალეს მალხაზ მაჩალიკაშვილს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
შვილმოკლილი მამა რეზონანსულ საქმეზე 5 პირის დაკითხვას ითხოვს და ამბობს, რომ თუ ამ ადამიანებმა მისი საწინააღმდეგო ინფორმაცია გააჟღერეს, ის "სახლში წავა".

"შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია და მე 5 ადამიანს დავასახელებ რომელებიც უნდა დაიკითხონ. თუ მათ, ჩემი საპირისპირო სიტყვა თქვეს, ხელებს ავწევ და სახლში წავალ. სანამ საქმე დაიხურებოდა, ხალხი მომიგზავნეს და მითხრეს: თუ საბოლოოდ არ ჩამოშორდები გაერთიანებულ ოპოზიციას, საქმეს შევწყვეტ, ვერაფერს მიაღწევო.

მახინჯი სისტემა, რომელმაც მახინჯი გოგაშვილი შექმნა, მახინჯი ჩიმაკაძე, მახინჯი სტრუქტურა უნდა დაისაჯონ. მათ კარგად იციან, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა. და ამ დანაშაულის აღიარება უჭირთ"- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

"ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე სახის კავშირი კავშირი არ დასტურდება" - 18 წლის ბიჭის საქმე თავდაყირა დგება.


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხმაურიან დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნა სუს-იდან მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების გაცნობის შედეგად დაიდო.

დოკუმენტის მიხედვით, მაჩალიკასვილს ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არც მაჩალიკაშვილის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დასტურდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა