თეგებით ძიება
23. 07. 2020 News-ები

"ჰაიდელბერგ ცემენტი ივანიშვილის საკუთრებაა და ვერავინ ბედავს მას გარემოს დაბინძურებაზე მიუთითოს"- აქცია რუსთავში

დღეს, რუსთავში აქცია - „რატომ გვწამლავთ?“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები „ჰაიდელბერგ ცემენტს“ ჰაერის ფილტრების დამონტაჟებას სთხოვენ.
აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული ქარხნის მეწილე და სავარაუდოდ მფლობელიც, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია და სწორედ ამიტომ სარგებლობს ის ხელშეუხებლობით.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქალაქ რუსთავში 365 დღიდან 320 დღე ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით, რომელიც სიცოცხლისათვის ძალიან საშიშ დაავადებებს იწვევს. ატმოსფეროს მყარი ნაწილაკებით მთავარი დამბინძურებელი არის ეს ქარხანა და იმის გამო, რომ ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ უბედავს მას, რომ მიუთითოს გარემოს დაცვაზე, ვერავინ უბედავს, რომ შეაწყვეტინონ, დააჯარიმონ, ან აიძულონ რომ გარემოს დაბინძურება მათი მხრიდან შეჩერდეს"- აცხადებს კირკიტაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა