თეგებით ძიება
24. 07. 2020 News-ები

ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს - "ლელო საქართველოსთვის"

"ლელო საქართველოსთვის" მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას აგრძელებს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ახლა უკვე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ყოველდღიურ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.


"ლელოს" ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.

„ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ლელოს ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის სამართლიანი და დაცული სახელმწიფოს აშენებაა.

"მინდა, მომავალი თაობისთვის შევქნათ ეს ქვეყანა. ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ აქ უამრავ ბავშვს ვხედავ და ვხვდები, რომ მათთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ყველა საზღვარს გადასცდა ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება, ალბათ რაღაც დავაკელით ამ ქვეყანას და ეს უნდა ავანაზღაუროთ. მოსახლეობის ნახევარი რომ სოციალურ დახმარებაზეა,?ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ეშინიათ მუშაობა, რომ ლუკმა პური არ დაკარგონ სოციალურის სახით. ჩვენ მათ ღირსეულ დახმარებას ვთავაზობთ, რაც მუშაობისა და სოციალური დახმარების მიღების საშუალებას ერთდროულად მისცემს. პრობლემა გვაქვს ბიზნესშიც მათ ეშინიათ, რომ ფინანსური პოლიცია დაადგება თავს, ჩვენ ფინანსურ პოლიციას აუცილებლად გავაუქმებთ,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" ლიდერის თქმით, შესაცვლელია საგამოძიებო სტრუქტურაც, რომელიც ვერ ახერხებს შესაბამისად მუშაობას და აუცილებელია მისი დეპოლიტიზება. სასამართლო სისტემა ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს.

"სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა შევცვალოთ და ხელი შევუწყოთ განათლებას. ძირეულად შევცვალოთ ეს სფერო, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის."- აცხადებს ხაზარაძე.

ვარკეთილის მოსახლეობას "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.

"ლელო" არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არასდროს არ მოგატყუებთ. ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, არჩევის შემდეგაც ხშირად შემდეგაც შეგხვდებით და არ შეგვრცხვება იმის, რომ რასაც დაგპირდით ვერ შევასრულეთ, ეს ასე არ იქნება. სამწუხაროდ, დღეს უსაფრთხოების განცდა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღე საშინელი ამბავი ხდება. ეს იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს,"-ბადრი ჯაფარიძე.

"ლელოს" ლიდერის, ლანა გალდავას თქმით, "სამგორი ინფრასტრუქტურულად ყველაზე კარგად განვითარების საშუალებას იძლევა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ეს ქვეყანა ინდუსტრიულ ზონად უნდა გადავაკეთოთ და ამ რაიონს უდიდესი პოტენციალი აქვს".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა