დედამთილთან ცხოვრება თურმე ქალის ჯანმრთელობას ვნებს
ფსიქოლოგები 15 წლის განმავლობაში საშუალო ასაკის 91 ათას ქალბატონს აკვირდებოდნენ, რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ მოქმედებს გათხოვილ ქალზე მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრება. კვლევის შედეგები მეტად შემაშფოთებელი აღმოჩნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქმრის მშობლებთან ცხოვრება მკვეთრად აუარესებს ქალის გუკლსისხლძარღვთა მუშაობას. სუსტი სქესის ამ „დაჩაგრულ“ წარმომადგენლებში გულის დაავადების განვითარების რისკი 3–ჯერ მეტია. სხვათა შორის, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს გათხოვილი ქალბატონის ჯანმრთელობაზე საკუთარ მშობლებთან ცხოვრება.
დედამთილის თუ სიდედრის გვერდით „თანაარსებობა“ , ამასთანავე, მკვეთრად აქვეითებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამძლეობას სტერსის წინაშე და შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა ან მავნე ჩვევის ჩამოყალიბება – მიდრეკილება ლოთობისა და სიგარეტისადმი.
და კიდევ, გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი ქალებში ორჯერ იმატებს იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახთან ერთად ზრდასრული შვილებიც ცხოვრობენ (?!)