თეგებით ძიება
09. 10. 2020 News-ები

"რა შუაშია არჩევნები?! არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება როცა საუბარია შენ მიწა-წყალზე?" - კუჭავა დავით გარეჯის საქმეზე

"ორჯერ ორია, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო."- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა დავით გარეჯის საქმეს და იქვე ირწმუნება, რომ არჩევნები არაფერ შუაშია.
"რეალურად, რუკა, რომელიც ამ უპირატესობას მოგანიჭებდა შენ ამ კომუნიკაციაში თურმე ინახებოდა ოთახში და ამაზე ხმას არავინ არ იღებდა, ეს, ჩემი აზრით, ორჯერ ორი ოთხია, რომ საჭიროებს გამოძიებას, რა შუაშია არჩევნები?! არჩევნები იქნება მომავალ წელსაც, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება როცა საუბარია შენ მიწა-წყალზე?"- განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა