თეგებით ძიება

ყაჩაღობა ბათუმში - შეიარაღებული პირი აფთიაქში შეიჭრა და ფული გაიტაცა

ბათუმში შეიარაღებული პირი აფთიაქში შეიჭრა - მან დანის მუქარით ფარმაცევტს 350 ლარი გასტაცა. ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით მიიმალა. შემთხვევა გუშინ, დღის საათებში მოხდა.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დაკავა - ის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრით გათავისუფლებული მამაკაცია.
მომხდარზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა