თეგებით ძიება

პრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პრაღაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს, ბ.ჯ.-ს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, საქართველოს 27 წლის მოქალაქე პრაღის ცენტრში 29 წლის მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შემდეგ დაშავებულის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა.

„ხანგრძლივი ინტენსიური მოქმედების წყალობით, კრიმინალურმა გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ძებნილი ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც წარსულში უკვე მსჯავრდებულია მსგავს ძალადობრივ დანაშაულში“, – აღნიშნა პოლიციის სპიკერმა, ევა კროპაჩოვამ.

კრიმინალისტებმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც ეჭვმიტანილს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედიის ცნობით, პოლიციამ ზომები მიიღო ჩეხეთისა და შენგენის ზონის საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო.


progressnews.press


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა