თეგებით ძიება
08. 12. 2020 სპორტი

მესი VS რონალდო – საუკეთესო ფეხბურთელების დუელი 2.5 წლიანი პაუზის შემდეგ

დღეს საღამოს ერთმანეთს იუვენტუსი კატალონიის ბარსელონას ესტუმრება. მართალია ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია და ორივე ამ კლუბს განაღდებული აქვს მერვედფინალის საგზური და მხოლოდ პირველი ადგილი უნდა გამოავლინოს ამ მატჩმა, მაგრამ ეს მატჩი მაინც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. მიზეზი კი თანამედროვე ფეხბურთის ორი მთავარი ვარსკვლავის კრისტიანო რონალდოს და ლიონელ მესის შერკინებაა.

სატურნირო ცხრილის მიუხედავად ორივე ამ ფეხბურთელისთვის მატჩს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

წლების განმავლობაში ეს ფეხბურთელები კონკურენტები იყვნენ რამდენიმე მიზეზის გამო. ორივე საუკეთესო ტიტულისთვის იბრძოდა და რაც მთავარია ერთმანეთის დაუძინებელ მტერ კლუბს – “ბარსელონას” და “რეალს” წარმოადგენენ.

კრისტიანო რონალდო იუვენტუსს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ, რაც რონალდო იტალიაში გადავიდა სათამაშოდ მესისა და რონალდოს დუელი აღარ შემდგარა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირვლი მატჩის დროს გიგანტების შერკინება ვერ შედგა, ვინაიდან კრისტიანო რონალდომ მატჩი გამოტოვა – მას კორონავირუსი ჰქონდა.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. მაყურებელი დიდი მატჩის მოლოდინშია.


"აიპრესი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა