თეგებით ძიება

ბადრი ესებუას ძმას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალის წარდგენის შემდეგ ესებუამ გამოძიების კითხვებს უპასუხა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

„ჩვენებაში განმარტა დეტალურად, თუ სად ეყენა ავტომობილი. სავარაუდოდ სად განხორციელდა ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე აღწერა მისი დაკავების დეტალები. ეს იყო ჩვენებაში რაც ჩამოაყალიბა. დღეს ბრალი წარედგინა. გადმოგვეცა საქმის მასალები“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

მისივე განცხადებით, ბიძინა ესებუას დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში ძებნილის, მისი ძმის, ბადრი ესებუაზე განხორციელდეს ზეწოლა მისი ოჯახის წევრის დაკავების შედეგად, რათა ბადრი ესებუა გამოცხადდეს პოლიციაში და ჩაბარდეს.

ადვოკატების განცხადებით, ზეწოლა ხორციელდება ესებუების ოჯახზე და მათის ოჯახის სხვა წევრების დაკავებების სერიებს არ გამორიცხავენ.

ბიძინა ესებუას 12 დეკემბერს დააკავეს. ის ამ დრომდე რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარუდოდ დღეს იმსჯელებს.


"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა