თეგებით ძიება

უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში- რუსი ჰაკერები ამერიკის ფინანსთა და სავაჭრო დეპარტამენტებს თავს დაესხნენ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ აშშ-სახელმწიფო უწყებებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. NEW YORK TIMES-ის ინფორმაციით, აღნიშული პირები უცხო ქვეყნისთვის მოქმედებდნენ, რომლებზეც თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათ უკან რუსეთის დაზვერვა იდგა.



სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰაკერები თავს დაესხნენ ამერიკის ფინანსთა და სავაჭრო დეპარტამენტებს- მათ მოიპოვეს წვდომა უწყებათა შიდა იმეილებზე.

მთავრობის შიდა წრეებში აღნიშნავენ, რომ ეს თავდასხმა ბოლო 5 წლის განმავლობაში უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბურია. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებიც, რაზეც უცნობია გაიტანეს თუ არა საიდუმლო მნიშვნელობის მასალები.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის საელჩოც და თავდასხმაში ჩართულობა კატეგორიულად უარყო.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა