თეგებით ძიება

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ნაძალადევში მომხდარი დაჭრის დეტალები

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ბრალდებულმა მამაკაცმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობის - 1987 წელს დაბადებული დ.მ.-ის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ერთი ნასროლი ტყვია დ.მ.-ს მოხვდა და იგი დაიჭრა.

პოლიციამ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნებთ, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მოხდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა