თეგებით ძიება

ქურდობა ქუთაისში - გამთენიისას სასურსათო მაღაზია გატეხეს

ქურდობა მოხდა დღეს, გამთენიისას ქუთაისში - უცნობმა პირებმა ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გატეხეს, საიდანაც ფული, სასმელი და სიგარეტი წაიღეს.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებს პირადი ნივთები დარჩათ, რაც სამართალდამცველებს მათ იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

"ქუჩაში მირბოდნენ ვიღაცეები, ძლიერი ხმა იყო, არ გასულა 3 წუთი და მანქანები მისდევდნენ უკან. გამყიდველმა მითხრა, რომ მაღაზია გაუქურდიათ, ჩანთაც შიგნით გიდა მგონი", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველიმა

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა