თეგებით ძიება

ახალი დეტალები ახალგაზრდა პროგრამისტის საქმეში – რა მინიშნებები დატოვა თამარ ბაჩალიაშვილმა სიკვდილამდე

პროკურატურა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ხურავს – საგამოძიებო უწყებამ გადაწყვეტილება ოჯახს უკვე გააცნო და უთხრა, რომ კვალიფიკაცია უცვლელია. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები მხოლოდ მკვლელობის ვერსიას ამყარებს, თუმცა პროკურატურამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მტკიცებულებების სრული იგნორირებით მიიღო.

“დასრულდა არჩევნები?! დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდეს გამოძიებამ, ბევრ რაღაცას მივაგნებთ, თამარ ბაჩალიაშვილის იმდენი ტვინი და ნიჭიერება ჰქონდა, მინიშნებები ბევრი აქვს დატოვებული, საქმეს ბოლომდე მივიყვან და მკვლელები პასუხს აგებენ და ვინც ხელი შეუწყო მკვლელების მფარველობას”, – თქვა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

პროკურორმა დავით გუმბერიძემ კი განაცხადა, რომ თვითმკვლელეობამდე მიყვანის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კუთხით არცერთი პირის ბრალეულობა არ დგინდება, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კი დასრულებულია.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა