თეგებით ძიება

"დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და საქმეც დახურეს... ავიწყდებათ ღვთის სამსჯავრო, ღმერთის კანონებიც არსებობს"- ბაჩალიაშვილის დედა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდა. პროკურორის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფაქტს უკვე მოჰყვა ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის შეფასება.

მისი თქმით, შოთაძის უწყებამ 6 თვის განმავლობაში ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი.

"არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის მანძილზე ესე იგი მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა. ამათ ავიწყდებათ ღვთის სამსჯავრო, ღმერთის კანონებიც არსებობს ადამიანების კანონმდებლობის გარდა, მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში... ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ რადგან დახურეს, ესე იგი თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა