თეგებით ძიება
19. 12. 2020 სპორტი

წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში საჩხერის „ჩიხურა“ 1:0 დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. პლეი ოფის განმეორებითი მატჩი წყალტუბოს „26 მაისი - არენაზე“ გაიმართა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 87-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ გაიტანა.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა „ჩიხურას“ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოუგო და უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ 18 წლის შემდეგ დაბრუნდა. საჩხერის „ჩიხურა“ კი მომავალ წელს ეროვნულ ლიგა 2-ში გამოვა.

„სამგურალმა“ წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა, თუმცა „გაგრასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

დღესვე მეორე წყვილის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრაც გაიმართება. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო“, „გაგრას“ უმასპინძლებს და ეროვნულ ლიგაში დარჩენას შეეცდება. პირველი მატჩი ქუთაისელებმა 2:0 მოიგეს და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების დიდი შანსი აქვთ.

შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა