თეგებით ძიება

სასტიკი მკვლელობა თბილისის ცენტში - პოლიციამ 23 წლის ზუკა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 9 წლის შემდეგ დააკავა

პოლიციამ 2011 წელს რუსთაველის გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი 32 წლის ირაკლი აგლაძე დააკავა.
ეჭვმიტანილმა ზუკა ტარყაშვილს მისივე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაკავების შესახებ შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში" - ნათქვამია განცხაებაში.

შეგახსენებთ, რომ საზარელი მკვლელობა 2011 წლის 17 ოქტომბერს დღის საათებში მოხდა. რამდენიმე პირი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულ ტარყაშვილს აედევნა და ქუჩაში, ველას თვალწინ ცეცხლი გაუხსნა. წაქცეულ ტარყაშვილს ირაკლი აგლაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან კიდევ რამდენჯერმე ესროლა.

დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი პოლიციამ მკვლელობიდან სამ დღეში დააკავა, ხოლო აგლაძე ამ დრომდე მიმალვაში იყოფებოდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა