თეგებით ძიება

შეეძლოთ დაჭერა და არ იჭერდნენ... ეჭვი გვაქვს, ახლა იმიტომ დაკავეს, რომ ამ სასამართლოს პირობებში შეუმსუბუქონ ბრალი - ზუკა ტარყაშვილის დედა

9 წლის წინ რუსთაველის გამზირზე სასტიკად მოკლული ზუკა ტარყაშვილის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი მისი შვილის მკვლელობაში თანამონაწილე ირაკლი აგლაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციას აქამდე შეეძლო მისი დაჭერა, თუმცა არ იჭერდნენ. მისივე განმარტებით, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სწორედ მაშინ დააკავეს აგლაძე, როდესაც მოსყიდული სასამართლოს პირობებში შეიძლება მისი გასამართლება:
"მეათე წელია რაც ეძებენ აგლაძეს, ვიცოდით, რომ შეეძლოთ მათი დაჭერა და არ იჭერდნენ. ინტერპოლის ძებნაზეც კი არ იყო ერთხელ როცა მივაკითხეთ კრიმინალურში. ახლა რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ სპეციალურად ხომ არ დაიჭირეს და ხომ არ ფიქრობენ, რომ ამ სასამართლოს და მოსამართლეების საშუალებით შეუმსუბუქონ ბრალი. არაა გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში, რომ სრულიად მოუხსნან ბრალი. სრულად ვითხოვ მკვლელების დასჯას და არა მინდია გოგოჭურის და ჯოხაძის დაუსჯელად დატოვებას", - განაცხადა ზურა ტარყაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზუკა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე პოლიციამ დააკავა. ის ამ დროისთვის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა